ქართული

ქსენია ცინჩენკო

ხელმძღვანელობს საერთაშორისო კონტაქტ-ცენტრის ფილიალს, რომელიც მეორეა ოპერატორთა რაოდენობის მიხედვით.

ქსენია მუშაობდა ტურისტულ სააგენტოში, ტაქსის გამოძახების სერვისის ოფისში კი მოვიდა ნახევარ განაკვეთზე მენეჯერად სამუშაოდ, ხოლო ორი წლის შემდეგ გახდა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

ის არ არის პირველი ქალი-ხელმძღვანელი. მის მოსვლამდეც ქალი ხელმძღვანელობდა ოფისს. რეგიონალურ ქვედანაყოფებში მენეჯერების უმრავლესობას — კაცები შეადგენენ, მაგრამ მათ კოლეგებს შორის ბევრნი არიან მშვენიერი სქესის წარმომადგენლებიც, რომლებიც წარმატებით ავითარებენ სერვისს თავიანთ ქალაქებში.

— ჩემი გამოცდილება იმის მაჩვენებელია, რომ ქალის თანდასწრებით მძღოლები აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს, მათთან მოლაპარაკება და სადაო სიტუაციების გადაწყვეტა უფრო ადვილდება, — ამბობს ქსენია. 

გარკვეული დროის განმავლობაში ქსენიას შეთავსებული ჰქონდა ქვედანაყოფის ხელმძღვანელისა და კონტაქტ-ცენტრის ფილიალის ხელმძღვანელის თანამდებობები. როდესაც გაჩნდა ოპერატორების შტატის გაზრდის აუცილებლობა იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შემოსული შეკვეთების დამუშავება, მან მთელი ყურადღება ამ ამოცანაზე გაამახვილა. ოფისის ხელმძღვანელის ადგილი კი სხვა გოგონამ დაიკავა.

დღეისათვის კონტაქტ-ცენტრი, რომელსაც ქსენია ხელმძღვანელობს, წარმოადგენს რუსეთში ტაქსის გამოძახების უდიდესი სპეციალიზირებული კონტაქტ-ცენტრის რიგით მეორე ფილიალს თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით.

— ჩემი საქმე ყოველთვის მასწავლის რაღაც ახალს, მეხმარება გამორჩეულ ადამიანებთან ურთიერთობაში და საინტერესო გამოცდილების მიღებაში, — მიიჩნევს ქსენია. — როდესაც იწყებ გაანალიზებას, გახსენებას იმისა, თუ რით დაიწყო ყველაფერი და რას მიაღწიე, გესმის, რა უზარმაზარი შესაძლებლობები აქვთ აქ ახალგაზრდა თანამშრომლებს.

სხვა ისტორიები

დენის ფედიაევი

«სწავლების სისტემის დახმარებით მალე ჩავერთვე კომპანიის საქმიანობაში»
გაგრძელება

ფიოდორ პლაკსინი

«მე უკვე შემოვიარე რუსეთი სოჭიდან ჩიტამდე».
გაგრძელება