ქართული

დენის ფედიაევი

წარმატებით ავითარებს კომპანიის ბიზნესს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში.

დენისი მუშაობდა ვაჭრობის სფეროში, ის იყო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი მსხვილ ფირმაში. ერთხელ მან გადაწყვიტა მოეძებნა სხვა სამსახური, სადაც რეალიზების მეტი საშუალება ექნებოდა. სწორედ მაშინ ნახა სერვისი «მაქსიმის» განცხადება, სადაც სჭირდებოდათ ოფისის ხელმძღვანელი ქალაქში მუშაობის დასაწყებად. დენისს არ ჰქონდა ტაქსის სფეროში გამოცდილება.

— თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ტაქსის სამსახური. ეჭვი მეპარებოდა, რომ ის განსხვავდებოდა სხვებისგან, რომლებსაც აქვთ პატარა ოფისი თავიანთი დისპეჩერებითა და ტაქსისტებით. როდესაც გავიგე, რომ ეს არის საერთაშორისო დონის თანამედროვე ტექნოლოგიური სერვისი, მაშინვე გამიჩნდა აქ მუშაობის სურვილი. გავაგზავნე რეზიუმე, გავიარე გასაუბრება და მიმიღეს, — ყვება დენისი.

სწავლების სისტემა დაეხმარა დენისს მოკლე დროში გარკვეულიყო საქმეში, გაეხსნა ოფისი და აეყვანა მენეჯერები. უკვე ერთი თვის შემდეგ ქალაქში დაახლოებით ათას შეკვეთამდე სრულდებოდა! მალე დენისს შესთავაზეს ოფისის გახსნა ქვეყნის მეორე ბოლოში. ის ადვილად შეეთვისა ახალ ქალაქს, რადგან ზუსტად იცოდა, რა უნდა გააკეთებინა და როგორი თანამშრომლები სჭირდებოდა. ამ ყველაფერმა მისცა იმის საშუალება, რომ ძალიან სწრაფად და მთელი ძალით დაეწყო მუშაობა. 

— როდესაც საქმეს ინტერესით შეუდგები და ანთებული თვალები გაქვს, საქმე უბრალოდ ჰობიდ კი არ იქცევა, არამედ ცხოვრების წესად — დარწმუნებულია დენისი. — ახალ თანამშრომლებს ყოველთვის ვურჩევ, იფიქრონ ორიგინალურად, დაამსხვრიონ სტერეოტიპები და იაქტიურონ.

სხვა ისტორიები

ქსენია ცინჩენკო

«ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის უზარმაზარი შესაძლებლობებია».
გაგრძელება

ფიოდორ პლაკსინი

«მე უკვე შემოვიარე რუსეთი სოჭიდან ჩიტამდე».
გაგრძელება