ქართული

იმუშავე
ჩვენს კომპანიაში

გახდი საერთაშორისო დონის
პროფესიონალი

ვაკანსიები
ჩვემ ვდებთ ინვესტიციებს
თანამშრომლებში
ვაფართოებთ
მუშაობის გეოგრაფიას
ვაუმჯობესებთ სერვისს
ტაქსის გამოძახება

დენის ფედიაევი

რეგიონების განვითარების დირექტორის მოადგილე (ქ. კრასნოდარი)

როცა გავიგე, რომ ეს საერთაშორისო დონის თანამედროვე ტექნოლოგიური სერვისია, მაშინვე მომინდა აქ მუშაობა.
გაგრძელება

ქსენია ცინჩენკო

კონტაქტ-ცენტრ «TaxSee»-ის ხელმძღვანელი (ქ. შადრინსკი)

მუშაობდა ტურისტულ სააგენტოში, ტაქსის გამოძახების სერვისის ოფისში კი მოვიდა ნახევარ განაკვეთზე მენეჯერად სამუშაოდ, ხოლო ორი წლის შემდეგ გახდა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
გაგრძელება

ფიოდორ პლაკსინი

რეგიონების განვითარების დირექტორის მოადგილე (ქ. კურგანი)

კომპანიაში მოვიდა სტავროპოლის ოფისის მენეჯერად, ხოლო ახლა ამზადებს გახსნისთვის კომპანიის ახალ ქვედანაყოფებს სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში.
გაგრძელება

ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს თანამშრომლებში

ახალი თანამშრომლები გადიან უფასო სწავლებას და ანაზღაურებად სტაჟირებას.
ადაპტაციის პროგრამა ხელს უწყობს სამუშაო პროცესში სწრაფად ჩართვას.

ხელფასი და კარიერა

სტაბილური შემოსავალი, ანაზღაურება შეფერხებების გარეშე, კარიერული ზრდის პერსპექტივები, მსოფლიოში მოგზაურობის შესაძლებლობა

შრომის პირობები

ნორმირებული გრაფიკი, თანამედროვე სამუშაო ადგილი, ოფიციალური დასაქმება, სოციალური გარანტიები, გასაგები თანამდებობრივი ინსტრუქციები

დასვენება

ერთობლივი ტურისტული მოგზაურობები აქტიური დასვენებისთვის, კორპორატიული ტურნირები და კონკურსები სუფთა ჰაერზე

ვაფართოებთ მუშაობის გეოგრაფიას

აიწყვე კარიერა დიდ კომპანიაში მშობლიური ქალაქიდან გაუსვლელად.
ან გასცდი ჩვეულ სივრცეს და გაემგზავრე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თბილისი, მოსკოვი, სოჭი, ვლადივასტოკი, სოფია და სხვა ქალაქები!

ჩვენი გუნდი აერთიანებს ხალხს და ქალაქებს.

ნატალია სბროდოვა

პერსონალის შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი

«ჩვენ ვაფასებთ აქტიურ, პასუხისმგებელ ადამიანებს და ვეხმარებით საქმიანი თვისებების რეალიზებაში მათ, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად გაიზარდოს. ეს შეიძლება იყონ გამოცდილი სპეციალისტებიც და ახალბედებიც. ჩვენთვის მთავარია - თანამშრომელს ჰქონდეს მუშაობის სურვილი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. შეიძლება, ჩვენ სწორედ შენს რეზიუმეს ველოდებით».

ვაუმჯობესებთ ტაქსის გამოძახების სერვისს

ჩვენ ვმუშაობთ ტაქსის გამოძახების ყველაზე მოხერხებული და თანამედროვე მეთოდის შექმნაზე. ჩვენი შრომა ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას, საკუთარ ტექნოლოგიებსა და უნიკალურ პროგრამულ პროდუქტებს: მობილურ აპლიკაციას კლიენტებისთვის «maxim — ტაქსის გამოძახება» და მძღოლებისთვის Taxsee Driver, შეკვეთების მიღებისა და ტაქსის მუშაობის ანალიზის ავტომატიზირებულ პროცესებს, საკუთარ კარტოგრაფიულ სერვისს.

გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი

განვითარდი ბაზრის ლიდერებთან ერთად.