ქართული

ფიოდორ პლაკსინი

ამზადებს გახსნისთვის კომპანიის ახალ ქვედანაყოფებს სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში.

ჯარში წასვლამდე ფიოდორი ბანკში მუშაობდა, ხოლო როცა დაბრუნდა, გაიგო, რომ კრიზისის გამო თანამშრომლების უმრავლესობა შემცირებაში მოყვა. მან დაიწყო სამსახურის ძებნა და ნახა მენეჯერის ვაკანსია სერვისში «მაქსიმი». გააგზავნა რეზიუმე და მალე მუშაობასაც შეუდგა. 

ნახევარი წლის შემდეგ ფიოდორი დაწინაურდა და ქვედანაყოფის ხელმძღვანელი გახდა. იმ დროს პერსონალის სწავლების სისტემა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იყო და ხშირად იყო საჭირო ინტუიციურად მოქმედება, მაგრამ მას ძლიან ეხმარებოდა რეგიონალური დირექციის თანამშრომელთა ხელშეწყობა. თანდათანობით ახალგაზრდა ხელმძღვანელმა აიყვანა მენეჯერები და შეძლო შედეგზე თავისი კოლექტივის ორიენტირება.

ქალაქში ბიზნესი წარმატებით აეწყო, სერვისმა დიდი პოპულარობა მოიპოვა მგზავრებსა და მძღოლებს შორის. მაშინ ფიოდორს შესთავაზეს რეგიონების განვითარების დირექტორის მოადგილის თანამდებობა სათაო ოფისში. თავიდან ის ღელავდა გადასვლის გამო, ფიქრობდა, როგორ მიიღებდნენ კოლექტივში. მაგრამ ადაპტაციამ მალე ჩაიარა:

— ვიფიქრე, თუ უარს ვიტყვი, მერე ვინანებ. უკან დაბრუნებას ყოველთვის შევძლებ, მაგრამ საინტერესო იქნება საკუთარი თავი ახალ თანამდებობაზე გამოვცადო. — მე ძალიან კარგად მიმიღეს და უკვე ერთი თვის შემდეგ ყველაფერი ავითვისე. ჩემი კოლეგები მაძლევდნენ რჩევებს, თუ როგორ უნდა შემემუშავებინა მუშაობის სტრატეგია და გამენაწილებინა დრო, ისინი ყველაფერში მეხმარებოდნენ. 

ახლა ფიოდორი როგორც თანასწორი ესაუბრება იმ ადამიანებს, რომლებიც როდესღაც მას ასწავლიდნენ, და თვითონაც აძლევს მათ რჩევებს. მიღებულმა გამოცდილებამ მისცა შესაძლებლობა დაკავებულიყო სტრატეგიული მიმართულებით — სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში კომპანიის ქვედანაყოფების გახსნის მომზადებით. და ეს არ არის ზღვარი კარგი სპეციალისტისთვის:

— მესმის, რომ შემიძლია საკუთარი პოტენციალის უფრო მეტად წარმოჩენა. მე სპეციალურად ვიღებ ჩემს თავზე დამატებით დატვირთვას, ვეძებ ახალ მიზნებს, მიმართულებებს, ვცდილობ სხვადასხვა გზით ჩავერთო საქმეში. ჩვენს მუშაობას კიდევ ერთი საინტერესო მხარე აქვს — ეს არის მივლინებები სხვადასხვა ქალაქში. მე უკვე შემოვიარე რუსეთი სოჭიდან ჩიტამდე.  

სხვა ისტორიები

დენის ფედიაევი

«სწავლების სისტემის დახმარებით მალე ჩავერთვე კომპანიის საქმიანობაში»
გაგრძელება

ქსენია ცინჩენკო

«ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის უზარმაზარი შესაძლებლობებია».
გაგრძელება