იმუშავე ჩვენს კომპანიაში

გახდი საერთაშორისო დონის პროფესიონალი

ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს თანამშრომლებში

ახალი თანამშრომლები გადიან უფასო სწავლებას და ანაზღაურებად სტაჟირებას. ადაპტაციის პროგრამა ხელს უწყობს სამუშაო პროცესში სწრაფად ჩართვას.

ხელფასი და კარიერა

სტაბილური შემოსავალი, ანაზღაურება შეფერხებების გარეშე, კარიერული ზრდის პერსპექტივები, მსოფლიოში მოგზაურობის შესაძლებლობა

შრომის პირობები

ნორმირებული გრაფიკი, თანამედროვე სამუშაო ადგილი, ოფიციალური დასაქმება, სოციალური გარანტიები, გასაგები თანამდებობრივი ინსტრუქციები

დასვენება

ერთობლივი ტურისტული მოგზაურობები აქტიური დასვენებისთვის, კორპორატიული ტურნირები და კონკურსები სუფთა ჰაერზე

ვაფართოებთ მუშაობის გეოგრაფიას

აიწყვე კარიერა დიდ კომპანიაში მშობლიური ქალაქიდან გაუსვლელად. ან გასცდი ჩვეულ სივრცეს და გაემგზავრე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თბილისი, მოსკოვი, სოჭი, ვლადივასტოკი, სოფია და სხვა ქალაქები!

ჩვენი გუნდი აერთიანებს ხალხს და ქალაქებს.

ნატალია სბროდოვა

პერსონალის შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი

«ჩვენ ვაფასებთ აქტიურ, პასუხისმგებელ ადამიანებს და ვეხმარებით საქმიანი თვისებების რეალიზებაში მათ, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად გაიზარდოს. ეს შეიძლება იყონ გამოცდილი სპეციალისტებიც და ახალბედებიც. ჩვენთვის მთავარია - თანამშრომელს ჰქონდეს მუშაობის სურვილი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. შეიძლება, ჩვენ სწორედ შენს რეზიუმეს ველოდებით».

ვაუმჯობესებთ ტაქსის გამოძახების სერვისს

ჩვენ ვმუშაობთ ტაქსის გამოძახების ყველაზე მოხერხებული და თანამედროვე მეთოდის შექმნაზე. ჩვენი შრომა ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას, საკუთარ ტექნოლოგიებსა და უნიკალურ პროგრამულ პროდუქტებს: მობილურ აპლიკაცია "მაქსიმს" კლიენტებისთვის და "Taxsee Driver"-ს მძღოლებისთვის, შეკვეთების მიღებისა და ტაქსის მუშაობის ანალიზის ავტომატიზირებულ პროცესებს, საკუთარ კარტოგრაფიულ სერვისს.

გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი

განვითარდი ბაზრის ლიდერთან ერთად.